ფარმა–რჩევები
გარგარი - საუკეთესო საშუალება მეხსიერების გაუმჯობესებისთვის

გარგარი არა მარტო გემრიელი ხილია, არამედ შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაცაა. აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური, ასევე, შარმდენი და საფაღარათე თვისებები. მას შეუძლია ტვინის მუშაობის გააქტიურება და მეხსიერების გაუმჯობესება. ახასიათებს აღდგენითი მოქმედებები. ამიტომ, გარგარი რეკომენდებულია ინტელექტუალური დატვირთების დროს. აუცილებლად უნდა იყოს სიმსივნით დაავადებული ადამიანის რაციონში. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ეს ხილი ჩავრთოთ ბავშვის მენიუშიც, რადგან ის იმუნიტეტის სტიმულირების საშუალებაა და ტვინის მუშაობაზე დადებითად მოქმედების გარდა, ყურადღების კონცენტრაციის მომატებასაც იწვევს. გარგარი აღადგენს ორგანიზმის ძალებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და ზრდის მისი გამძლეობის დონეს.
| Print |