ფარმა–რჩევები
ლიმონი – ნატურალური ანტისეპტიკური საშუალება
ყველამ ვიცით, რომ ლიმონი პირველი დახმარებაა გაციებისა და ყელის ტკივილის დროს.

მას ფართოდ იყენებენ კულინარიაში, ფარმაკოლოგიაში, კოსმეტოლოგიასა და ხალხურ მედიცინაში. რა სარგებლობა მოაქვს ლიმონს? შეიცავს c ვიტამინს და ამაგრებს იმუნიტეტს. ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

თუ დილით გამოფხიზლება გიჭირთ, დალიეთ უზმოზე 1 ჭიქა თბილი წყალი ლიმონით. ვიტამინი Р, რომელისაც შეიცავს ლიმონი თრომბოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია. მას ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა შეუძლია.

ლიმონის არ მხოლოდ წვენი, კანიც სასარგებლოა. ის ნატურალური ანტისეპტიკია. კანში შემავალი ეთერზეთები ამაღლებს გუნება-განწყობას. სასუნთქი გზებისა და ყელის ანთებითი დაავადებების დროს სასარგებლოა ლიმონის ყვითელი კანის ღეჭვა (თეთრი გარსის გარეშე).

შესანიშნავად ასუფთავებს ღვიძლს. ამიტომ მის მიღებას ხშირად ურჩევენ ისეთ პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივად სვამენ ანტიბიოტიკებს.

ლიმონი ათეთრებს და ამაგრებს ფრჩხილებს. უბრალოდ წაისვით ხელებზე ლიმონი და 2-3 პროცედურაში შედეგსაც დაინახავთ.

ეფექტურია კოსმეტოლოგიაშიც. ათეთრებს კანს, აქრობს ანთებით პროცესებს და იცავს გამონაყარისგან.

წყალში გახსნილი ლიმონის წვენის გადავლება სასარგებლოა თმისთვის. მისი წვენის აბაზანები სასარგებლოა ფეხებისთვისაც. ხსნის დაღლილობას და არბილებს ფეხის კანს. ამდენი დადებითი თვისების მიუხედავად, ლიმონს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ისინი, ვისაც გასტრიტი და პანკრეატიტი აწუხებს.

გაითვალისწინეთ, რომ ლიმონის მდუღარე წყალში ან ჩაიში ჩაგდება სასურველი არ არის, რადგან სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს კარგავს.


| Print |