ფარმა–რჩევები
ავოკადო ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის
ავოკადოს ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდობის ხილს უწოდებენ. მისი ნაყოფი ნოყიერი, დიეტური და სამკურნალოა. იგი თბილ ქვეყნებში იზრდება. ავოკადო ხშირად გამოიყენება მექსიკურ და სამხრეთ ამერიკულ სამზარეულოში, ხოლო ბრაზილიაში მისგან ნაყინსაც ამზადებენ.

ავოკადოს ნარგავებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ნიადაგი. ის კარგად ეგუება კირიან ნიადაგსაც, ვერ იტანს ჭარბტენიანობასა და გრუნტის წყლების სიახლოვეს. ასევე, ზედმეტად გამომშრალ ნიადაგზე სუსტად ვითარდება. კარგია ღრმა და ნოყიერი ნიადაგი.

ავოკადოს კანი თხელია. მისი ნაყოფის რბილობი თეთრი ან მოყვითელოა და დარბილების შემდეგ უმად იჭმევა. ნაყოფს იგი დარგვიდან 4-5 წლის შემდეგ ისხავს.

მისი ნაყოფი, თესლი და ქერქი 20-ზე მეტ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. იგი ადვილად მოსანელებელია, შეიცავს შაქრის ძალიან მცირე რაოდენობას და სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის. მისი კვებითი ღირებულება ხორცისას უტოლდება, ხოლო თევზისას ორჯერ აჭარბებს.

ყოველდღიურად ერთი ცალი ავოკადოს მიღებით ორგანიზმში ქოლესტრინის დონე საგრძნობლად დაიწევს.

იგი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ავოკადოს გარეგანი გამოყენებაც ძალიან ეფექტურია კანისთვის. იგი მდიდარია ვიტამინებით. კანს - ატენიანებს, უფრო გლუვსა და ნაზს ხდის. მისი ზეთი ეფექტურია დაბერების პროცესის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ავოკადოს ზეთი შესანიშნავი საშუალებაა სახის ნაზი კანის დასატენიანებლად. სახის კანზე მისი ზეთის წასმა ბამბით ან ძალიან სუფთა ხელით შეიძლება. მისი გამოყენება დღისითაც შესაძლებელია, მაგრამ სასურველია, თუ ამ პროცედურას ღამით ჩაატარებთ.

იგი დადებითად მოქმედებს თმაზე: აუმჯობესებთ თმის ღერების სტრუქტურას, აძლიერებს მას და გაყოფისგან იცავს ბოლოებს.

ავოკადოს გაზრდა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქერი ღვიძლის, კუჭ–ნაწლავის, შაქრიანი დიაბეტის, ხველებისა და ბრონქიტის სამკურნალოდ.
ქერი ღვიძლის, კუჭ–ნაწლავის, შაქრიანი დიაბეტის, ხველებისა და ბრონქიტის სამკურნალოდ.
11:19 / 16.10.2017
შტოში, საოცარი კენკრაა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
შტოში, საოცარი კენკრაა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
15:49 / 18.07.2017
ჟოლო ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სასარგებლოა მისი როგორც ნაყოფი, ასევე ფოთოლიც.
ჟოლო ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სასარგებლოა მისი როგორც ნაყოფი, ასევე ფოთოლიც.
14:35 / 10.07.2017
ატმის, სამშობლო ჩინეთია. ამ საოცრად არომატულ ხილს ძალზე სასარგებლო შემადგენლობა აქვს.
ატმის, სამშობლო ჩინეთია. ამ საოცრად არომატულ ხილს ძალზე სასარგებლო შემადგენლობა აქვს.
14:17 / 05.07.2017
სოკოს 3000-მდე სახეობა არსებობს, მათგან ჯანმრთელობისთვის საშიშია მხოლოდ 50.
სოკოს 3000-მდე სახეობა არსებობს, მათგან ჯანმრთელობისთვის საშიშია მხოლოდ 50.
10:11 / 26.06.2017
Facebook
კვირის პოპულარული
რამაზ ნოზაძეს მოგებული ავტომობილი არ გადასცეს
15:31 / 16.01.2019
ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ „კრისტალბეთის“ გათამაშებაში მოგებული TOYOTA prado ვერ მიიღო.
დიზაინერობიდან არქიტექტორობამდე და პირიქით
22:36 / 16.01.2019
მუშაობას საღამოს იწყებს, როცა სამსახურიდან ბრუნდება. არქიტექტორის ხელსაწყოებს გვერდზე დებს და მრავალფუნქციურ საკერვ მანქანას მიუჯდება.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
დოკუმენტური ფილმი
Phatman sews a blanket for a neighbor. She starts attaching a thread from the center and takes it slowly towards edges to fix equally distributed wool. Advantage of such method of sewing a blanket has been proved over years.
სრულად
19:00 / 18.01.2019
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე -6 - 6 °C
img
ახალქალაქი -11 - -1 °C
img
ასპინძა -9 - 3 °C
img
ადიგენი 6 - 12 °C
img
ბორჯომი -6 - 7 °C
img
თბილისი -2 - 8 °C
img
აბასთუმანი -8 - 1 °C
img
ბაკურიანი -8 - -2 °C
img
ნინოწმინდა -11 - -1 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0233
TRY
TRY
1
0.4966
USD
USD
1
2.6611
RUB
RUB
100
3.9996
კალენდარი
დონორები