ფარმა–რჩევები
ბადრიჯანი კიბოს უჯრედებს ამცირებს
წარსულში ფიქრობდნენ, რომ ბადრიჯანი არ იყო საკვებად ვარგისი, მისი დამახასიათებელი ფერის გამო. დროთა განმავლობაში ის დამკვიდრდა როგორც საკვები პროდუქტი და მეტიც, მისი სამკურნალო თვისებების დადასტურდა.

ბადრიჯანი ამჟამად რეკომენდებულია ყველა სახის დიეტისთვის და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით, მას შეუძლია კიბოს უჯრედების შემცირება, წონის დაკარგვა და აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისებებიც.

ამ ბოსტნეულს აქვს მაღალი შემცველობის ბოჭკოვანი, კალიუმი, ჩ და B ვიტამინები, რომლებიც გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს.

ბადრიჯნის რეგულარულ მოხმარებას სარგებელი მოაქვს ტვინისა და ნერვული სისტემისთვის. მისი ანტიოქსიდანტები ეფექტურად ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს გარემოში, ახდენენ მეხსიერების და შემეცნებითი ფუნქციის გაუმჯობესებას. მისი კანი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ცნობილია, როგორც ნასუნინი, რომლის ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს ტვინის უჯრედებში ნუტრიენტების ტრანსპორტირებას.

იგი ასევე ზრდის ტვინისათვის სისხლის ნაკადის მიწოდებას, რაც ასაკთან დაკავშირებულ ფსიქიკური აშლილობის თავიდან აცილებაში გვეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოუდგენლად ჩანს, ბადრიჯანი არის ერთ-ერთი საუკეთესო საკვები ჭარბი ცხიმის მოსაშორებლად მუცლის არეში. შესანიშნავია საშუალებაა ჭარბ წონასთან საბრძოლველად. ხელს უწყობს სხეულის გაწმენდას, შლაკების გამოდევნას და კარგი შარდმდენია.

აძლიერებს საჭმლის მონელებას და აჩენს დანაყრების გრძნობას, გადაჭარბებული კალორიების მოხმარების თავიდან ასაცილებლად.

ბადრიჯანი ასევე აძლიერებს ძვლებს და კუნთებს, ებრძვის დაბერებას, სითხის შეკავებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და საჭირო ბოსტნეულია ბოსტნეულთა შორის.


| Print |