ფარმა–რჩევები
ჭინჭრის წვენი ჰემოგლობინის ასამაღლებლად

ჭინჭარი მრავალწლიანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარეა გრძელი ფესურითა და მიწისქვეშა ყლორტებით. გარდა იმისა, რომ მას საჭმელად იყენებენ, უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ჭინჭრის წვენს, რომელსაც ამზადებენ ქორფა ფოთლებისა და ღეროებისგან. ის კარგად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს და ააქტიურებს ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობას.

ნაყენის მისაღებად, 4 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთოლს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და სვამენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჭინჭრის წვენი ეხმარება ანემიის, ავიტამინოზის, შაკიკის, კანზე გამონაყარის დროს.

ჭინჭრის წვენის ყოველდღიური გამოყენება ძალიან სასარგებლოა ძვლების გასამაგრებლად, ღვიძლის, შარდის ბუშტის, სასუნთქი გზების გასაწმენდად. ამის გარდა ის აუმჯობესებს ბუასილის მდგომარეობას, ეხმარება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, რევმატიზმი, პოდაგრა, დიაბეტი, პროსტატა, გასტრიტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები.

ჭინჭარს გააჩნია ანტიკანცეროგენური თვისებები, ამიტომ ასეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის სიმსივნეები და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რეკომენდებულია ჭინჭრის თაფლის გამოყენება, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 1 ლ ახლადდაწურულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გ თაფლი, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში.

თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად ამზადოთ ჭინჭრის ახალი წვენი, შეგიძლიათ მოამზადოთ ჭინჭრის ექსტრაქტი. ამისათვის აპრილი-მაისში მოჭერით 20 სმ სიგრძის ჭინჭრის ქორფა ღეროები ფოთლებთან ერთად, კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 3 ლიტრიან ქილაში (მჭიდროდ არა) და დაასხით პირამდე ცივი ანადუღარი წყალი. 10 საათის შემდეგ მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში.

ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს.

თმის ცვენის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 სთ, გაწურეთ, შეიზილეთ ნაყენი ახალადაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

| Print |