ფარმა–რჩევები
თავშავა – ეფექტური საშუალება კბილის ტკივილის დროს
თავშავა მრავალწლიანი სურნელოვანი ბალახოვანი მცენარეა. გავრცელებულია თითქმის ყველგან. ის იზრდება ველზე, ტყის პირებში, მშრალ, ღია ადგილებში, ბორცვებზე, ბუჩქნარში.

ფესვის გარდა ნედლეულად იყენებენ მთელ მცენარეს; ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ჭრიან დანით, აშრობენ შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება და შემდეგ აცლიან ყვავილებსა და ფოთლებს.

თავშავას მიწისზედა ნაწილი შეიცავს 1,2%-მდე ეთერზეთს, 12,5%-მდე სეკვიტერპენებს, ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს. თესლში ნაპოვნია 28%-მდე გამშრალი, ცხიმოვანი ზეთები. თავშავას ეთერზეთს სასიამოვნო სუნი აქვს და შეიცავს მცირე რაოდენობით ანტისეპტიკურ საშუალებას – თიმოლს.

მისი ნაყენი გამოიყენება გაცივების, ბრონქიტის, ყივანახველის, ხუთვის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტის, ნაწლავების ატონიის, ქალური დაავადებების, რაქიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს. მას იყენებენ აგრეთვე ყელში გამოსავლებად და აბაზანების მისაღებად. თავშავას ზეთს ან სპირტიან ნაყენს იწვეთებენ კბილის ღრუში ტკივილის დროს.

ნაღველმდენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს აიღეთ 1 ჩაის კოვზი თავშავა, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 1 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

თავშავას ძირითადად იყენებენ სხვა მცენარეებთან ერთად, ნაკრებების სახით მისი გამოყენება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში.


| Print |