ფარმა–რჩევები
წაბლი სიმსივნური წარმონაქმნების რისკებს ამცირებს

ნებისმიერი თხილეულისგან განსხვავებით წაბლი დაბალკალორიული პროდუქტია და არ შეიცავს ცხიმებს. მას შესანიშნავი გემო და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.

დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოს. ხსნადი ბოჭკო კი იწოვს წყალს და აუმჯობესებს ნაწლავთა მოქმედებას. წაბლი ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აბალანსებს სისხლში შაქრის შემცველობას. მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით შესანიშნავი პროდუქტია შეკრულობისა და ნაწლავური ინფექციების წინააღმდეგ.

წაბლი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, ეს ნივთიერება კი აუცილებელია იმისთვის, რომ ენერგიულები იყოთ და სტრესი თავიდან აირიდოთ. ნახშირწყალი, რომელსაც წაბლი შეიცავს კომპლექსურია და ორგანიზმზე მავნე ზეგავლენას სრულებითაც არ ახდენს.

აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას- B ვიტამინი, რომელსაც წაბლი დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანიზმისთვის ძალიან ბევრი სარგებლის მომტანია. ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, განაპირობებს ჯანსაღ კანს.

შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით მინერალ მანგანუმს. ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებათა და სიმსივნური წარმონაქმნების რისკებს. კველვების მიხედვით, მანგანუმი შესანიშნავი პროდუქტია დაბერების საწინააღმდეგო ეფექტისთვისაც. ის ასევე ხელს უწყობს ახალი ქსოვილების წარმოებას, რომელიც აუცილებელია სისხლის შედედებისთვის.

სპილენძი ის მინერალია, რომელსაც შეუძლია ძვლების სიძლიერე გამოიწვიოს. წაბლში ის დიდი რაოდენობით მოიპოვება- აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ნერვულ მდგომარეობას, სისხლის სტრუქტურას.

მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით იცავს კბილებს დაზიანებისგან.

კარგი საშუალებაა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ ბრონხული ან სპაზმური ხველის დროს.

აძლიერებს და ელასტიურს ხდის სისხლძარღვთა კედლებს, ამიტომ აქტიურად დაგიცავთ ასაკის მატებასთან ერთად მოჭარბებული ვენერიული პრობლემებისგან.

| Print |