ფარმა–რჩევები
წითელი ღვინო კიბოს რისკს ამცირებს

ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ღვინო დიეტური პროდუქტია და ამბობდა, რომ ჯანმრთელი თუ ავადმყოფი ადამიანისთვის ნატურალური ღვინისა და თაფლის მიღება აუცილებელია ზომიერი რაოდენობით. ჰიპოკრატეს მიაჩნია, რომ ღვინო და თაფლი აღმგზნები, გამამხნევებელი და შიმშილის დამაამებელი საშუალებებია.

ცნობილია რომ ღვინოს გააჩნია მატონიზირებელი და ბაქტერიოციდული მოქმედება, ხსნის დაღლილობას, რა თქმა უნდა საჭიროა ამ სასმელის ზომიერი მიღება. საკმარისია ერთი პატარა ჭიქა კონიაკის ან ღვინის დალევა, რომ მძიმე დღის შემდეგ შვება იგრძნოთ.

ორგანიზმის დაბალი ტონუსის დროს, რომელსაც ჰიპერტონია ახლავს თან, თერაპიული ეფექტი მიიღწევა ერთ ჭიქა ჩაიში 1 ან 2 ჩ.კ. კონიაკის დამატებით. კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევისას სასარგებლოა 50 გ. წითელი ღვინო.

ღვინის სამკურნალო თვისებები განპირობებულია არა მარტო სპირტით, არამედ მასში შემავალი სხვა კომპონენტებითაც. ყურძნის ღვინოში შედის ფრუქტოზა და გლუკოზა. წითელ ღვინოში სასარგებლო ნივთიერებები მეტია, ვიდრე თეთრში. მასში არის B1, B2, P ვიტამინები, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

წითელი ღვინო კიბოს რისკს ამცირებს.მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იგი შეიცავს ანტიმჟანგავ-რესვერატორს, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა სიმსივნის პროფილაქტიკისთვის. აღნიშნული ნივთიერება ანტიბიოტიკის მსგავსად მოქმედებს და ყურძენს სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებისგან იცავს. ადამიანის ორგანიზმში რესვერატორი ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების გამრავლებას და ანთებით პროცესებს.
| Print |