ფარმა–რჩევები
ჟოლო – გაციების სამკურნალო უებარი ბუნებრივი საშუალება
ჟოლო ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სასარგებლოა მისი როგორც ნაყოფი, ასევე ფოთოლიც.

გამხმარ ნაყოფს გაციების დროს იყენებენ ოფლისმომგვრელ საშუალებად. მისგანვე ამზადებენ სიროფს სხვადასხვა წამლის გემოს გასაუმჯობესებლად.

ნაყოფი შეიცავს 10 პროცენტამდე შაქარს, 2 პროცენტამდე ორგანულ მჟავას, ჩ, A, B ვიტამინებს.

გაციების დროს ოფლის მოდენის მიზნით 2 სუფრის კოვზ ხმელ ნაყოფს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 20 წუთის შემდეგ ფილტრავენ. ამგვარად მომზადებულ 2-3- ჭიქა ნაყენსსვამენ 1-2 საათის განმავლობაში.

ფოთლების ნახარშს ხალხურ მედიცინაში იღებენ ხველის, ყელის ტკივილის, ციებ-ცხელების დროს, ხოლო გარეგან სახმარად იყენებენ ფერისმჭამელებისა და მუწუკების მოსაცილებლად. ყვავილების ნახარშით კი წითელ ქარსა და თვალის ანთებას მკურნალობენ. ახალდშეგროვებული ნაყოფის ჭამას ურჩევენ ეგზემის მკურნალობისათვის.

ტიბეტის მედიცინაში ფოთლების ან ნაყოფების გამონახარშს ურჩევენ ნევრასთენიის, ნევრიტის დროს და სიცხის დამწევ საშუალებად.

ჟოლოს ფოთლები რეკომენდებულია, როგორც შემკვრელი საშუალება ფაღარათის დროს. გააჩნია სიცხის საწინააღმდეგო თვისებაც კუჭ-ნაწლავის კატარის დროს; მასვე უწერენ კუჭში სისხლჩაქცევის, სასუნთქით ორგანოების დაავადებისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.

ყველა ამ შემთხვევაში ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად. 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (გაციებისას სვამენ ცხელ მდგომარეობაში). მასვე იყენებენ პირსა და ყელში გამოსავლებად ღრძილებისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქერი ღვიძლის, კუჭ–ნაწლავის, შაქრიანი დიაბეტის, ხველებისა და ბრონქიტის სამკურნალოდ.
ქერი ღვიძლის, კუჭ–ნაწლავის, შაქრიანი დიაბეტის, ხველებისა და ბრონქიტის სამკურნალოდ.
11:19 / 16.10.2017
შტოში, საოცარი კენკრაა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
შტოში, საოცარი კენკრაა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
15:49 / 18.07.2017
ატმის, სამშობლო ჩინეთია. ამ საოცრად არომატულ ხილს ძალზე სასარგებლო შემადგენლობა აქვს.
ატმის, სამშობლო ჩინეთია. ამ საოცრად არომატულ ხილს ძალზე სასარგებლო შემადგენლობა აქვს.
14:17 / 05.07.2017
სოკოს 3000-მდე სახეობა არსებობს, მათგან ჯანმრთელობისთვის საშიშია მხოლოდ 50.
სოკოს 3000-მდე სახეობა არსებობს, მათგან ჯანმრთელობისთვის საშიშია მხოლოდ 50.
10:11 / 26.06.2017
ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ღვინო დიეტური პროდუქტია
ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ღვინო დიეტური პროდუქტია
14:08 / 22.06.2017
Facebook
კვირის პოპულარული
არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დააკავეს
19:48 / 13.11.2018
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე ჰ.მ. ახალციხეში დააკავეს.
სოფლის დამახინჯებული სახელი უკანონდ დამონტაჟებულ ტრაფარეტზე
18:26 / 14.11.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრებთან, ახალი ტრაფარეტი გაჩნდა.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე -6 - 5 °C
img
ახალქალაქი -9 - 2 °C
img
ასპინძა -7 - 9 °C
img
ადიგენი 9 - 12 °C
img
ბორჯომი -4 - 4 °C
img
თბილისი 2 - 11 °C
img
აბასთუმანი -8 - 1 °C
img
ბაკურიანი -7 - -1 °C
img
ნინოწმინდა -9 - 2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0268
TRY
TRY
1
0.4988
USD
USD
1
2.6727
RUB
RUB
100
4.0447
კალენდარი
«« ნოემბერი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
დონორები