ფარმა–რჩევები
შტოში – თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება
შტოში, საოცარი კენკრაა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით. გარდა ამისა, მასში უხვადაა ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი.

ტრადიციულად შტოშს იყენებდნენ როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებას, მაღალი ტემპერატურის დროს. შტოშს მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ: ცეცხლოვანი ფერის კენკრა და მისი სასარგებლო თვისებები თოვლის საფარქვეშ გაზაფხულამდე ძლებს.

ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველობით ის ნამდვილი ჩემპიონია ველურ კენკროვანთა შორის. შტოშის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს, B ჯგუფის ვიტამინებს სასარგებლო მიკროელემენტებს: კალიუმს, იოდს, მაგნიუმს, - ფლავონოიდებისა და PP ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით კი ხელს უწყობს ასკორბინის მჟავის სრულ ათვისებას.

ცნობილია, რომ შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. შტოში აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, იცავს კბილებს კარიესისგან, ხოლო ღრძილებს - ანთებითი პროცესებისგან.

ამერიკელმა მეცნიერების, დასკვნით ფენოლის ჯგუფის ანტიოქსიდანტების შემცველობით, შტოში ყველა სხვა ხილსა და ბოსტნეულს სჯობნის.


| Print |
თეგები: შტოში /