ფერმერის საათი
6 აპრილის "ფერმერის საათის" ანონსი

რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზებისას,

როგორია მათი შემოსავლები და დანახარჯები, რამდენად უსაფრთხოა პროდუქტი, რომელიც ახალციხის ცენტრალურ ბაზარში იყიდება – „ფერმერის საათი“ მომდევნო გადაცემას სწორედ ამ თემაზე გთავაზობთ.

რეალიზაციის პრობლემები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბალი ფასი და მყიდველის სიმცირე – ადგილობრივი ბაზრის მეწარმეები ამბობენ, რომ მოსახლეობა მხოლოდ აუცილებელ პროდუქტს და იმასაც მცირე რაოდენობით ყიდულობს.

რაში ხედავენ გამოსავალს ადგილობრივი ბაზრის მცირემეწარმეები და რა როლი ეკისრება სახელმწიფოს პრობლემის მოსაგვარებლად – ნახეთ 6 აპრილს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

 


| Print |