მესხეთში საახალწლოდ ფურნე აინთო
საახალწლო სამზადისი მესხეთში ქვის ფურნის ანთებით იწყება.

მესხური ქადა-ხაჭაპურების, სომინი და შოთის პურის ცომი ერთ გობში იზილება.

,,თავაღებულ“ ცომს ცხიმს ასხამენ, ქადას სპეციალური ფორმით ახვევენ და კვერცხმოსმულს აცხობენ.

ცომს ,,ფეშხუმზე“, დაბალფეხიან თეფშზე ამზადებენ.

გამომცხვარ პურებს ტირიფის წნელით მოქსოვილ ,,სალათზე“ შლიან.

ცომეულს, რომელიც ოჯახს ერთი კვირა ჰყოფნის, ბატის ფრთით ასუფთავებენ.

ძველად ყველა ოჯახს საკუთარი ფურნე ჰქონდა.

ახლა უბანში ერთი ინთება და რამდენიმე ოჯახი სარგებლობს.

ფურნე, აუცილებლად ხურდება თვეში ორჯერ და ყველა დღესასწაულის წინ.

ცხობისა შემდეგ რიტუალად ქცეული ქეიფი იწყება.

ორ იანვარს ბედობის ქადა იჭრება.

მესხურ სოფლებში ფურნეს ახლა იშვიათად ანთებენ.


| Print |