,,ერთი ნაბიჯი გადარჩენისკენ"
ნესტან ტუფურიას და მის ოთხ შვილს მშივრებს სიცივეში დაძინება აღარ მოუწევთ.

Tv9news.ge-ზე მათი გაჭირვების ისტორიის მოყოლამ ახალციხელთა ნაწილი გაერთიანა.

მოსახლეობა ოთხი შვილის დედას საკვებით, ტანსაცმლითა და თანხით დაეხმარა.

ამჯერად, რეაგირება მოახდინა სოფლის რწმუნებულმაც და ოჯახს შეშა მიუტანა.

სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილ ოჯახს დახმარება მხოლოდ ერთ კვირას ეყოფა.

| Print |