სურვილები კოცონთან
,,ტერენდეზი“ - უფალთან მიგებების სომხური სახალხო ტრადიციაა.

დღესასწაული იესოს შობიდან 40 დღის შემდეგ, ყოველ 13 თებერვალს აღინიშნება;

წირვის შემდეგ ეკლესიის ეზოში კოცონი ნაკურთხი სანთლით ინთება, რაც ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ მიიჩნევა;

ახლადდაქორწინებულ და შეყვარებულ წყვილებს სურვილი რომ შეუსრულდეთ, კოცონს უნდა გადაახტნენ;

რიტუალი განწმენდასთან და ოჯახურ ბედნიერებასთან ასოცირდება;

ამ დღეს ოჯახებში ტრადიციული კერძები - ჰალვა, ფოხინდი და ჰარისა მზადდებოდა.

| Print |