ახალციხური ფილიგრანი
ახალციხის სამხატვრო სკოლამ ტრადიციული ,,ახალციხური ფილიგრანის“ აღდგენა დაიწყო. ახალციხური ფილიგრანის სკოლა XIX-XX საუკუნეებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო.

1871 წელს ახალციხეში 29 საამქრო არსებობდა. საყოფაცხოვრებო ნივთებზე ძირითადად ჯიხვის, ჩიტებისა და ყვავილების კომპოზიციაა გაცოცხლებული.

სამხატვრო სკოლა მუზეუმთან თანამშრომლობით ტურისტების მოზიდვასა და მათთვის მასტერკლასის ჩატარებას გეგმავს.



| Print |