მიმინოს ქუდები
რუდოლფ ბალოდიანი ერთადერთი მექუდეა ახალციხეში, ვინც ქუდების კერვა წინაპრებისგან ისწავლა.

18 წლის იყო პირველი ქუდი, რომ შეკერა, მას მერე ქუდებს საკუთარი დიზაინით ქმნის

სქელი ქსოვილისგან შეკერილი ბერეტის და ე.წ. მიმინოს ქუდების ფასი 8 ლარიდან იწყება

79 წლის მექუდე წუხს, რომ მექუდეობის სურვილი აღარავის აქვს 

საქართველოში ძირითადად ტყავის, ნაბდის და ქსოვილის ქუდებს ხმარობდნენ.

XIX საუკუნემდე ქუდს ძირითადად მამაკაცები ატარებდნენ. ქალის თავსაბურად ქუდი XVII საუკუნის წყაროებში გვხვდება.

| Print |