მესხეთის პირველი გაზეთი
სამცხე-ჯავახეთში პირველი გაზეთი „განახლებული მესხეთი“ 1919 წელს გამოიცა.

გაზეთი ძმებ მარტიროსიანების სტამბაში იბეჭდებოდა, რედაქცია კი ვორონცოვის ქუჩაზე მდებარეობდა.

გაზეთი ქართულ და თურქულ ენაზე გამოდიოდა.

პრესა „სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანების იდეას ემსახურებოდა“.

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში „განახლებული მესხეთის“ მხოლოდ სამი ნომერია შემორჩენილი.

გაზეთის სარედაქციო კომიტეტის შესახებ ცნობები არ მოიძებნება.

ყოველკვირეული „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ გაზეთი ახალციხის მიწის მუშათა დეპუტატების საბჭოს ორგანო იყო.

რეგიონულ პრესაში ყოფით პრობლემებზე იწერებოდა.

1918-1921 წლებში რეგიონში სამი გაზეთი გამოდიოდა - „განახლებული მესხეთი,“ „მესხეთ-ჯავახეთი“ და „შარჟუმი“ (სომხ. მოძრაობა)

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა შეწყდა.

რეგიონული პრესა 1926 წელს გაზეთ „მიწათმოქმედის“გამოცემით აღდგა.

| Print |