შეკეთებული ფეხსაცმელების ისტორია
ვლადიმერ მარონი 15 წელია ახალციხეში მეწაღედ მუშაობს.

ხელობა მამისგან, 20 წლის ასაკში ისწავლა.

ყველაზე ხშირად ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შეკეთება უწევს.

ფეხსაცმელს, რომელიც პატრონს აღარ მიაქვს, ორი წლის შემდეგ ყიდის.

ყველაზე დატვირთული ზამთრის სეზონზეა. 

ვლადიმერი ფეხსაცმლის მოდელს მომხმარებლის გემოვნებით ქმნის. 

ფეხსაცმლის გარდა კერავს ქამრებს, ჩანთებს - ყველაფერს, რაც ტყავით მზადდება. 


| Print |