აბასთუმანში, სანატორიუმი ,,ზეკარი“ დაიხურა
ტუბერკულოზით დაავადებულმა 25-ივე პაციენტმა ტუბსაავადმყოფო 22 მარტს დატოვა

კურორტის ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის დიდი მთავრის, გიორგი რომანოვის, ჩამოსვლას უკავშირდება.

გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა.

საგანგებოდ უფლისწულისთვის 1924 წელს, სამკურნალო-თერმული წყლების აბანო და სასახლე აშენდა.

მოგვიანებით, სასახლეში სანატორიუმმა „ზეკარმა“ დაიწყო ფუნქციონირება.

,,ზეკარში“ განთავსებულ ტუბსაავადმყოფოში დაავადებულებს 12 წლის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სანატორიუმის ადგილას წელს შვიდსართულიანი სასტუმრო აშენდება.

სამედიცინო ცენტრი კი 3 კმ–ის მოშორებით, აბასთუმნის შემოსასვლელში განთავსდება.

ცენტრში, გამოჯანმრთელებული პაციენტები მხოლოდ რეაბილიტაციის კურსს გაივლიან.

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც აბასთუმანი დახურული საავადმყოფოთი შეხვდა.


| Print |