სოციალური მედია
მესხური ფოლკლორის შემგროვებლები
ექვსი ასპინძელი ბიჭი მივიწყებულ, მესხურ ტექსტებს ეძებს და მუსიკალურად აფორმებს.

ანსამბლ “ვარძიის“ წევრები ხუთ ინსტრუმენტზე უკრავენ. რეპეტიციებისთვის ერთმანეთის სახლში იკრიბებიან.

ანსამბლმა უკვე გადაიღო პირველი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე - “ვარძია, მესხეთო ჩემო".

ამჯერად მესხი სარდლის, შალვა ახალციხელის ცხოვრებაზე შექმნილ ტექსტს - “შავლეგოს“ ამუშავებენ.

ახალგაზრდების მიზანია, რომ საზოგადოებას მათი კუთხის უნიკალური ფოლკლორის შესახებ მოუყვნენ.

| Print |