ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს

08:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1953 აბონენტს ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონის სოფლებში ეშტია, თორია, უჩმანა, დადეში, ბოზალო და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე 3583 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, ჭვინთა, ბოგა, პამაჯი, ურაველი, ანდრიაწმინდა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |