29 მარტამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში 27 მარტამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონებში 24 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთაიან რაიონებში – თოვლი,

ზოგან შესაძლებელია იყოს ქარბუქიც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5–10გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში – 0;–5; მაღალმთაში კი –5;0.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, 7–12 გრადუსი.

24–25 მარტს ახალციხეშიც ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და დროგამოშვებით იწვიმებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2–6 გრადუსი იქნება, ღამით ყინვაა ნავარაუდევი - 3 - 5 გრადუსი.

26–27 მარტს გამოიდარებს და დათბება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 11 გრადუსამდე აიწევს, ღამით - კვლავ ყინვაა მოსალოდნელი -2 გრადუსამდე.

28-29 მარტს კვლავ მოიღრუბლება, მოსალოდნელია წვიმა. დღისით ჰაერი 6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი -3 გრადუსამდე.
| Print |