როგორ მოვაწყოთ საშხაპე? (R)
ტევადი საშხაპე, რომელიც სპაცენტრის შეგრძნებებს დატოვებს, ბევრი ადამიანი სურვილების სიაშია. თუმცა, საშხაპის დიზაინის შექმნა და მისი მოწყობა, ზოგჯერ არც თუ ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ ეს პროცესი თქვენთვის სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ, ამ სტატიაში ძალიან საჭირო და საინტერესო რჩევები მოგიმზადეთ:

● ლოკაცია და ზომა

შეარჩიეთ, სად გსურთ, რომ თქვენი საშხაპე განთავსდეს? როგორც წესი, ოთახის კუთხე ყველაზე ხშირად გამოყენებული ადგილია, თუმცა ზოგჯერ, თუ ამის საშუალებას სივრცე გვაძლევს, ცენტრში მოთავსებული საშხაპე ერთგვარი ეგზოტიკური და უჩვეულო, შესაბამისად, ორიგინალური გადაწყვეტილებაა. თუ გაინტერესებთ, რამხელა სივრცე დაგჭირდებათ სასურველი დიზაინის მოსაწყობად, გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე პოპულარული საშხაპეების სიგანე, უმეტესად, 80, 90 ან 120 სანტიმეტრია. საშხაპის სიმაღლე, როგორც წესი, 2-იდან 3-მეტრამდე მერყეობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია თავად სააბაზანო ოთახის ზომა. პირველ რიგში, სასურველია დეტალურად აზომოთ სივრცე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ განიერი საშხაპე კაბინა გსურთ, ვიწრო, თუ საერთოდაც აბაზანა ჰიდრომასაჟით.

● შემოსაზღვრული თუ უსაზღვრო

საშხაპე ბორდიური ბარიერის როლს ასრულებს იატაკსა და საშხაპე სივრცეს შორის, რისი დამსახურებითაც, სივრცე დაცულია წყლის სააბაზანოს არასასურველ ნაწილში გადმოსვლისაგან. ზოგჯერ, ეს ბორდიური საშხაპე მინის დამჭერის როლსაც ასრულებს. რაც შეეხება უსაზღვრო საშხაპეს, ანუ ისეთს, რომელსაც საშხაპე ბორდიური არ აქვს, იგი აბაზანისა და საშხაპეს იატაკს შორის უწყვეტი გადასვლით ხასიათდება, რაც სივრცის მთლიანობასა და ერთ სიბრტყეზე ყოფნას განაპირობებს. საშხაპეები ბორდიურის გარეშე, მინიმალისტურ და ელეგანტურ იერს სძენენ სააბაზანო ოთახს. თუ არჩევანს მსგავს ვარიანტზე შეაჩერებთ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დროს, სათანადო დრენაჟია გასაკეთებელი. ამისათვის საჭიროა, აბაზანის იატაკს საშხაპის მიმართულებით გაუკეთოთ დახრა, რათა წყალი საშხაპე ტრაპისაკენ მიედინებოდეს და არა პირიქით.

● სწორი მოწყობილობები


რა გამოვა საშხაპისგან, თუ სანტექნიკის მოწყობილობებს სწორად არ შევარჩევთ? როგორც იცით, გასათვალისწინებელია უამრავი ვარიანტი, როცა საქმე თუნდაც საშხაპე ყურმილის შერჩევას ეხება. პირველ რიგში, უნდა დააკვირდეთ სტილს, ფუნქციონალურობას და ზედაპირის ტიპს. საშხაპე ყურმილების ტიპებში, იქნება ეს ჩასაშენებელი თუ არა, სულ ორი არჩევანი გვაქვს: კედელზე ან ჭერზე დამონტაჟებული. კედლის საშხაპე ყურმილი, უმეტესად იატაკიდან 2 მეტრის სიმაღლეზე მაგრდება. რომელს აირჩევთ, რეალურად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის თქვენი პრიორიტეტი და როგორი შხაპის მიღება გსიამოვნებთ. როგორც წესი, მათ, ვისაც პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები ჰყავთ, ირჩევენ კედლის საშხაპე ყურმილს, ვინაიდან უფრო მარტივი და კომფორტული მოსახმარია. ხშირად კი, შეხვდებით ისეთ სააბაზანო ოთახებსაც სადაც ორი საშხაპე ყურმილი დაგხვდებათ, როგორც კედელზე მოთავსებული, ასევე ჭერიდან ჩამოსული.

● განათება

საშხაპე, ხშირად, ისე არის მოწყობილი, რომ სრული სააბაზანო ოთახის გამოყოფილ ნაწილს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, საშხაპე ცალკეული ზონაა და ამიტომაც, კონკრეტულად მისთვის გათვლილი სინათლის წყარო ესაჭიროება. სააბაზანო ოთახის მოწყობისას, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი ჩაღრმავებულ განათებაა, ვინაიდან იგი მარტივად ილუქება და შესაბამისად, დაცულია საზიანო ტენიანობისგან. სანათის არჩევისას, მთავარია, დარწმუნდეთ, რომ იგი განკუთვნილია სველი და ნესტიანი წერტილებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს სპეციალიზებული ჭრა წყლის შიგნით მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

● საშხაპე კაბინა თუ ჩასაწოლი აბაზანა

ისეთ თანამედროვე სახლებში, სადაც მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახია, უმეტესად საშხაპე კაბინებს შეხვდებით. ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს: მისი მოხმარების სიმარტივე და მოქნილობა, ვინაიდან მისი დამონტაჟება თითქმის ნებისმიერი ზომის ოთახშია შესაძლებელი. რაც შეეხება ჩასაწოლ აბაზანას, იგი თქვენი სახლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწილი გახდება, თუ მისი დამონტაჟებისთვის საჭირო სივრცე გაქვთ.

სად შევიძინო საშხაპის მოსაწყობად საჭირო მოწყობილობები?

ისევე როგორც ყველა სხვა სარემონტო მასალის შემთხვევაში, საშხაპის მოსაწყობადაც, შესაბამისი მასალისა და პროდუქციის შეძენა მიზანშეწონილია მხოლოდ ისეთ მომწოდებელთან, რომელმაც მომხმარებლის პატივისცემა მოიპოვა. კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან სანდოობით, გვთავაზობენ უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალებს, რაც ჩვენთვის სასურველი შედეგის დადგომას განაპირობებს. მაგალითად, სავაჭრო ცენტრი "იდეალი", გთავაზობთ აბაზანისა და საშხაპის უმაღლესი ხარისხის მოწყობილობებს, ავეჯსა და აქსესუარებს. "იდეალში" წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდების კოლექცია, როგორიცაა Duravit, Grohe, Hansgrohe, Bravat, Juventa, Ordonez, Royo Group და სხვა.
| Print |
თეგები: დემასი / საშხაპე /