ახალგაზრდული კამპანია გაეროს შესახებ
ახალცხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნებისათვის Youth For SDGs“ ფარგლებში სემინარი გაიმართა. შეხვედრას ახალგაზრდობის განვითარების ცენტრ – XXI–სა და საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაციის (GYDEA) წარმომადგენლები გაუძღვნენ. ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ტრენერები მოსწავლეებს ესაუბრნენ თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, აგრეთვე რას საქმიანობს გაერო ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე და რა არის მდგრადი განვითარების მიზნები.

ახალცხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნებისათვის Youth For SDGs“ ფარგლებში სემინარი გაიმართა. შეხვედრას ახალგაზრდობის განვითარების ცენტრ – XXI–სა და საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაციის (GYDEA) წარმომადგენლები გაუძღვნენ. ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ტრენერები მოსწავლეებს ესაუბრნენ თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, აგრეთვე რას საქმიანობს გაერო ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე და რა არის მდგრადი განვითარების მიზნები.

კამპანია გაეროს წარმომადგენლობისა და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდება, სადაც ახალგაზრდები ფულადი პრემიებითა და გაეროს სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან. შეხვედრა ახალციხის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიცაა დაგეგმილი.

 

ავტორები: ნანა ინასარიძე, ბექა ზედგინიძე.


| Print |