სპორტი
ნონა გაფრინდაშვილი ისევ ჩემპიონია
სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის, ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართული ევროპის ჩემპიონატი ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა.


გამარჯვებულმა პირველობა 9-დან 5,5 ქულით ელენა ფატალიბეკოვასთან (რუსეთი) გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით დაჯაბნა მეტოქე.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა სენიორთა შორის თამარ ხმიადაშვილმა.



| Print |