სპორტი
ბორჯომი, კალათბურთში, რეგიონულ შეჯიბრს მასპინძლობს
თამაში 12 საათზე, #1 ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარედ არსებულ ახალ სტადიონზე დაიწყო.

მონაწილეობის მიღება 15 წლიდან ზემოთ სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ 4 წევრიან გუნდებს შეუძლიათ. დეტალური ინფორმაციის ნახვა მათთვის ბორჯომი გულშემატკივარის ფეისბუქ გვერდზეა შესაძლებელი. ღონისძიების მასპინძელია მინერალური წყლის ბრენდი "ბორჯომი", პროექტით "ბორჯომი სპორტის გულშემატკივარი". ორგანიზატორი კი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა.


| Print |