ახალციხეში Paint Ball – ი გაიმართა
უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის Paint Ball – ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
შეჯიბრი, 6 ოქტომბერს, რესტორან ,,რომანტიკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები – 6 გუნდი 24 მოთამაშით.
მონაწილეებს ხელოვნური ბარიერების გადალახვა და პირველობისთვის ბრძოლა მოუწიათ.
თითოეულ მათგანს სიგელები გადაეცათ, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ მოტამაშეები მედლებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: ნიკა პაპაშვილი, ნიკა ტაბატაძე, დონარი ლონდარიძე და ლიკა ბერიძე.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის დაფინანსებით ჩატარდა, რისთვისაც 550 ლარი გამოიყო.