სპორტი
42:10 – ,,ტაო"–მ ,,ბაგრატს" ბონუს ქულით მოუგო
42:10 – ამ ანგარიშით დასრულდა პირველი ლიგის პირველი თამაში. მესხეთის ,,ტაო"–მ ქუთაისის ,,ბაგრატს" ბონუს ანუ იგივე პრემიალური ქულით მოუგო,

რაც თამაშის დროს სამზე მეტი ლელოს დადების გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში გუნდს დამატებითი ქულა ეძლევა.

"ტაოს" კლუბის პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე მეცხრე არხთან აცხადებს, რომ ,,დღეს დაიწყო ჩემპიონატი, მანამდე თამაშები არ ყოფილა, შემდეგი თამაში 13 ოქტომბერს გაიმართება. მესხეთის "ტაო" თბილისის "იუნკერებს" დაუპირისპირდება. ძლიერი გუნდია და ბიჭები თავს მოიკლავენ. ეს უკვე პროფესიონალთა ლიგაა და წინ სერიოზული თამაში გველის".




| Print |