სპორტი
"ბორჯომის თასი" კალათბურთში თბილისის გუნდმა მოიპოვა
ბორჯომში, კალათბურთის რეგიონული შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 22 გუნდმა მიიღო, როგორც სამცხე-ჯავახეთიდან ასევე შიდა ქართლიდან და თბილისიდან.

დაძაბული ბრძოლა ბორჯომის თასის მოსაპოვებლად მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღონისძიების მასპინძელი მინერალური წყლის ბრენდი "ბორჯომი" იყო, პროექტით "ბორჯომი სპორტის გულშემატკივარი".

ტურნირს ორგანიზება საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გაუწია.

სპორტულ აქტივობაში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ 4 წევრიან გუნდებს შეეძლოთ.

ტელეკომპანია ,,ბორჯომი"–ს ინფორმაციით, ფინალში ერთმანეთს თბილისისა და ხაშურის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ფინალური მატჩი თბილისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს „ბორჯომის თასი“ გადაეცა.

| Print |