სპორტი
ასპინძაში, გეზრბენის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ასპინძა-ჭობარეთის 4 კილომეტიან გზის მონაკვეთზე ,,საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა 2019’’-ის სპორტულ სახეობა გაზრბენში, ბიჭებსა და გოგონებს შორის გაიმართა.

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას ასპინძის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლების – ტოლოშის, რუსთავის, აწყვიტის, დამალის და ხიზაბავრის სკოლების ბიჭებისა და გოგონების გუნდები იღებდნენ.

ტურნირში მონაწილეობდა სასკოლო ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული ტოლოშის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი.



ვაჟთა შორის პირველი ადგილი სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის, ხოლო გოგონათა შორის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.

მეორე და მესამე ადგილები კი ასე გადანაწილდა:

მეორე ადგილზე ვაჟთა შორის ტოლოშის, ხოლო მესამეზე დამალის გუნდები გავიდნენ.

გოგონათა შორის მეორე ადგილი რუსთავის, ხოლო მესამე ხიზაბავრის გუნდებმა გადაინაწილეს.



ღონისძიება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტუიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
| Print |