სპორტი
მძლეოსნობაში, ახალციხის ღია პირველობა ჩატარდა
ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში თენგიზ ჯიშკარიანის, გია გვარამაძისა და მიხეილ იაძის სახელობის ღია პირველობა ჩატარდა.

ღია პირველობაში მონაწილეობა თბილისის, ახალციხის, აჭარის, ოზურგეთის, ხობის, მარტვილის, ზუგდიდის, ვანის, ქუთაისის, ასპინძის ბორჯომისა და სომხეთიდან რიოს ოლიმპიადის მონაწილეებმა მიიღეს. გუნდების გარდა წარმოდგენილი იყო ბიჭების 12 და გოგონების 9კატეგორია.

მძლეოსნობაში 160–მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები ფულადი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონატის ფარგლებში 25 კომპლექტი მედალი გათამაშდა, აქედან ახალციხის გუნდმა 6 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



ახალციხის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ზიგმუნდ ზილბერშტეინი იმედოვნებს, რომ თენგიზ ჯიშკარიანის, გია გვარამაძისა და მიხეილ იაძის სახელობის ღია პირველობა ტრადიციად იქცევა და გაიზრდება მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. 
| Print |