სპორტი
,,ტაომ" ფოთის ,,ივერია" დაამარცხა
სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბმა "ტაო"ფოთის კლუბი „ივერია“ 22:20 დაამარცხა.

პირველი ლიგის მესამე თამაშის შედეგად ,,ტაო"–ს ანგარიშზე ორი გამარჯვება და ერთი მარცხია.

„ტაოსა“ და „ივერია"–ს შორის თამაში 21 ოქტომბერს ფოთში გაიმართა.

სამცხე–ჯავახეთს სარაგბო კლუბს შემდეგი თამაში 27 ოქტომბერს, ქუთაისის ,,არსესთან" სტუმრად მოუწევს.

პირველ ლიგაში სულ რვა გუნდია. წლევანდელ სეზონზე "ტაო"–ს ჯამში 13 თამაშის გამართვა მოუწევს.
| Print |