სპორტი
კარატის კლუბი ,,საფარა“ ოლიმპიური ოჯახის წევრი გახდა
ახალციხელი კარატისტები ,,ბოლნისი 2018“ ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ.
კლუბ ,,საფარის“ წევრებმა ერთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
საქართველოს მასშტაბით ტურნირში 150 ახალგაზრდა მონაწილეობდა. სამცხე–ჯავახეთიდან კი კლუბ ,,საფარას“ წევრები ასპარეზობდნენ. როგორც ხელმძღვანელმა განაცხადა ,,ბოლნისი 2018“–ში ახალი მოსწავლეები წარადგინა, მათ შორის ასაკით ყველაზე პატარა მონაწილეები თედო ლოგუა და მარიამ გელაშვილი იყვნენ.
ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, ნოემბერში კლუბ ,,საფარის“ წევრები ახალ ტურნირში იასპარეზებენ, სადაც 5 შავფაროსანს წარადგენენ.

| Print |