სპორტი
მაგიდის ჩოგბურთში პირველობა გაიმართა
ახალციხის სასპორტო სკოლაში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ს ფარგლებში, მუნიციპალიტეტის პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში

თამაშები გაიმართა. ერთმანეთს ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.

ადგილები ასე გადანაწილდა:

გოგონები:
I ადგილი - ხეოთის საჯარო სკოლა;
II ადგილი - ტყემლანის საჯარო სკოლა;

ვაჟები:
I ადგილი-№5 საჯარო სკოლა;
II ადგილი - საძელის საჯარო სკოლა;

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვა.



სასკოლი სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მე-4 წელია ტარდება. „ოლიმპიადა 2019“-ში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

ღონიძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. „ოლიმპიადა 2019“-ის გენერალური სპონსორია VTB ბანკი.
| Print |