ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, სამოყვარულო ფეხბურთში, რეგიონული თამაშების გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა.
ერთმანეთს ახალციხის „მესხეთი“ და ახალქალაქის „არარატი“ დაუპირისპირდა.
დაძაბული თამაშის მიუხედავად ანგარიშით 5:1 პირველობა „მესხეთი“-ს გუნდს ხვდა წილად.
გამარჯვებული გუნდი ზონალურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.