სპორტი
პოლიციამ ახალქალაქში ფეხბურთელების ჩხუბის ძიება დაიწყო
ახალქალაქის სტადიონზე, ფეხბურთელებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, შსს-მ გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 7 ნოემბერს, ფეხბურთში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს სოფელ მურჯახეთის და ახალქალაქის გუნდი „ჟუელი“ დაუპირისპირდნენ.

მეორე ტაიმში ერთმანეთს სხვადასხვა გუნდის ორი მოთამაშე შეეჯახა. ამის შემდეგ, ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო. დაპირისპირებაში გულშემატკივრებიც ჩაერთვნენ.

თამაში შეწყდა. დაზიანება ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს, თუმცა პოლიციისთვის არც ერთ მხარეს არ გამოუძახია.
| Print |