სპორტი
მიშა მესხი ახალციხეში IFC–ის ქამრით ბრუნდება
ახალციხელმა სპორტსმენმა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გაიმარჯვა და IFC–ის ქამარი მოიპოვა.

მიშა მესხის ბრძოლა 10 ნოემბერს გაიმართა. მას გერმანელი, უკრაინელი და დაღესტნელი მებრძოლების დამარცხება მოუწია.

ფინალში უკრაინის წარმომადგენელ ანატოლი აჯამიანს შეხვდა. მიშა მესხმა მოწინააღმდეგე ფეხის მტკივნეული ილეთით დაამარცხა. 

მესხის გარდა, შეჯიბრებაში კლუბ "13 ლეგიონის" ორმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ჰამლეტ მარკოსიანი და იოსებ ტაბეშაძე საპრიზო მესამე ადგილზე გავიდნენ.

„სიტყვა შევასრულეთ და საქართველოს დროშა ავაფრიალეთ გერმანიაში. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის. შრომა ყოლველთვის ფასდება. ბიჭებმაც ძალიან კარგად იჩხუბეს და კიდევ ექნებათ შანსი, რომ ამ ორგანიზაციაში იბრძოლონ“, - გვითხრა მიშა მესხმა.

ახალციხელი სპორტსმენები საქართველოში 12 ნოემბერს დაბრუნდებიან.
| Print |