სპორტი
სარაგბო გუნდი ,,ტაო" თბილისის ყოჩებს შეხვდება
ასპინძაში, 17 ნოემბერს, პირველი ლიგის მეექვსე თამაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს ასპინძის სარაგბო გუნდი ,,ტაო“

მიმდინარე სეზონის ერთ–ერთ ლიდერს თბილისის ,,ყოჩებს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 საათზე გაიმართება.

მეხუთე თამაში ,,ტაო"–მ ოზურგეთის ,,არწივებ"–თან 11 ნოემბერს გამართა და საბოლოო ანგარიში 20:14 წააგო, თუმცა ,,ტაო"–ს მორაგბეებმა პირველი ტაიმი 13:14 გამარჯვებით დაასრულეს.

ხუთი თამაშის შედეგად ტაოს ანგარიშზე ორი მოგება და სამი წაგებაა.
| Print |