სპორტი
ადიგენის მოჭიდავეებმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს
წარმატებით დაასრულა ასპარეზობა ადიგენის მუნიციპალიტეტის გუნდმა, რომელიც ლანჩხუთში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირში ორი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი.


ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირში საქართველოს 250–მდე მოჭიდავე მონაწილეობდა.

გამარჯვებულები რვა სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 57 კგ წონით კატეგორიაში პირველობა რომეო ბერიძემ, ხოლო 38 კგ წონით კატეგორიაში ანრი ხოზრევანიძემ მოიპოვა.

გუნდის მწვრთნელი მინდია შაინიძის აზრით, ,,ბიჭები ოპტიმალურ ფორმაში არიან. მათ წინ საქართველოს ჩემპიონატი ელით. გამარჯვების შემთხვევაში კი შესაძლებლობა ეძლევათ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზონ. მჯერა, რომ რომეოც და ანრიც წარმატებას მიაღწევენ".

38 კგ წონით კატეგორიაში ანრი ხოზრევანიძემ ორი კვირის (11 ნოემბერი) წინ ბათუმში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ოქროს მედლის გარდა, მან ამ გამარჯვებით ირანში ასპარეზობაც გაინაღდა. ირანში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.
| Print |