სპორტი
ახალციხის პირველი სკოლა ,,მხიარულ სტარტებში" საქართველოს ჩემპიონია
ახალციხისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები 9 დეკემბერს, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

„მხიარული სტარტების“ საქართველოს ჩემპიონატი თბილისში დღეს გაიმართა.

ჩემპიონატი ოთხ ტურად ჩატარდა. მონაწილეები საქართველოს მასშტაბით ჯერ მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე დაუპირისპირდნენ.

ფინალურ შეხვედრაზე კი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს.

,,მხიარულ სტარტებში" პირველი საჯარო სკოლიდან 12 მოსწავლე და ორი მასწავლებელი მონაწილეობდა.
| Print |