სპორტი
ადიგნელმა მკლავჭიდელმა მოლდოვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა
ადიგნელი რევაზ ლუტიძე მკლავჭიდში, მსოფლიო ელიტური ფედერაციის საპრიზო ადგილის მფლობელია.
სოფელ ლელოვნის მკვიდრმა "WEA Grand Prix 2018" _ზე მეორე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატი, რომელში მონაწილეობასაც 16 მკლავჭიდელი იღებდა, მოლდოვაში ჩატარდა. შეჯიბრება მარკვენა და მარცხენა ხელით როგორც კაცების, ისე ქალების კატეგორიაში გაიმართა. საქართველოდან მხოლოდ რეზო ლუტიძე იღებდა მონაწილეობას.

“მსოფლიო ელიტური ფედერაცია, რომელმაც ეს ჩემპიონატი გამართა, შედარებით ახალი ჩამოყალიბებულია. აქ მოსახვედრად მონაწილეების შერჩევა ხდება. მოსამზადებლად ერთი თვე მქონდა, თუმცა ტრავმის გამო, ვერცხლის მედალი მოვიპოვე“, - ამბობს რევაზ ლუტიძე.

სპორტსმენს მკლავჭიდში ევროპის და მსოფლიოს ჩემპონის ტიტული აქვს მოპოვებული. რევაზ ლუტიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.




| Print |