სპორტი
,,ტაო" ფოთის ,,რაინდებს" ახალციხეში უმასპინძლებს
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბი ,,ტაო“ დღეს, 16 თებერვალს, 15:00 საათზე, პირველი ლიგის X ტურის შეხვედრას კოლხ ,,რაინდებთან" გამართავს.

ტაოს კლუბის პრეზიდენტი www.tv9news.ge–სთან ამბობს, რომ გუნდს წინ სამი თამაში დარჩა და სამივე უმნიშვნელოვანესი. გუნდის პოპულარიზაციისა და მაყურებლის მოზიდვის მიზნით გადაწყდა, რომ ყველა თამაში ახალციხეში გაიმართოს.

,,ის გუნდი მეშვიდე ადგილზეა ჩვენ მეხუთეზე ვართ, ახლოს მდგომი გუნდები ვართ, ჩვენი პროგრამა მინიმუმია ლიგაში ადგილის შენარჩუნება, პროგრამა მაქსიმუმი –ოთხეულში მოხვედრა. სამი საშინაო თამაში გვაქვს და მიზნის მისაღწევად სამივე უნდა მოვიგოთ, ამიტომ ჩვენთვის ყველა თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ სამივე თამაში ახალციხეში გავმართოთ, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაყურებელს“.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ირაკლი გვენეტაძის განცხადებით, ,,ფოთის გუნდი ,,რაინდები“, ჩვენზე უკან არიან, მაგრამ თამაშს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მათთვის, რადგან ისინი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან დაძაბული თამაში იქნება, ღმერთმა არ ქნას, ეს თამაში არ მოვიგოთ. მარტის დასაწყისში გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი თამაში ოზურგეთის ,,არწივებთან“, რომელთანაც ჩვენ ვიყოფთ მეოთხე–მეხუთე ადგილებს. ამიტომ ესეც ძლიან მნიშვნელოვანი თამაშია. მესამე თამაში კი თბილისის ,,დინამოსთან“ გვაქვს, რითაც მთავრდება ეს ეტაპი“.

| Print |