სპორტი
პროტესტის ნიშნად ,,კოლხი რაინდები", ახალციხეში, სათამაშოდ არ ჩამოვიდნენ
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბ ,,ტაო“-ს დღეს, 16 თებერვალს, 15:00 საათზე, პირველი ლიგის X ტურის შეხვედრა კოლხ ,,რაინდებთან" უნდა გაემართა.

ტაოს კლუბის პრეზიდენტი www.tv9news.ge–სთან ამბობს, რომ გუნდში არსებული შიდა დაპირისპირების გამო მორაგბეები სათამაშოდ ახალციხეში აღარ ჩამოვიდნენ.



,,ასეთი პრეცედენტი პირველად მოხდა, მითუმეტეს პირველ ლიგაში. გუნდშია არეულობა, მოთამაშეებმა პროტესტი გამოთქვეს. ჩვენ კი დილიდანვე ვიცოდით, მაგრამ პროცესია ასეთი. ბიჭები აქ არიან, მსაჯები ოფივიალურად დააფიქსირებენრომ არ გამოცხადდნენ. სერიოზული ფულადი ჯარიმებია, ქულებიც დააკლდებათ". 

ირაკლი გვენეტაძე ამბობს, რომ ,,რაინდების" გამოუცხადებოლობით, ,,ტაო"-ს ერთი ქულა დაემატა, თუმცა ,,ბიჭებს თამაშით მოგება ერჩივნათ".



მორიგ მატჩს ,,ტაო" მარტის დასაწყისში, ისევ ახალციხის სტადიონზე, ოზურგეთის ,,არწივებთან" გამართავს.

გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და მოგვიანებით მოგაწვდით ვიდეომასალას.

| Print |