ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის, ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი გაიმართა.
ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. მასში მონაწილეობას 105 მოსწავლე იღებდა. თამაში დაძაბულად წარიმართა.
შაშში გოგონებში ადგილები ასე გადაწილდა: I ადგილი - ნინო ბიტიაშვილი (ტყემლანის საჯარო სკოლა); II ადგილი - გვანცა ზაზაძე (ხეოთის საჯარო სკოლა) III ადგილი -ქეთევან ინასარიძე (ანდრიაწმინდის საჯარო სკოლა);
შაშში ვაჟებში ადგილები ასე გადაწილდა: I ადგილი - ლუკა ნათენაძე (კერძო სკოლა მზექა); II ადგილი - გიორგი ნოზაძე (სვირის საჯარო სკოლა); III ადგილი -გიგა პლაჭიაშვილი (თისელის საჯარო სკოლა)
ჭადრაკში გოგონებში გამარჯვება მოიპოვეს: I ადგილი - რუსუდან ქურდაძე (კერძო სკოლა მზექა); II ადგილი - ჯემა ადუმიან (ახალციხის №3 საჯარო სკოლა); III ადგილი - სალომე ზაზაძე (ახალციხის №1 საჯარო სკოლა);
ჭადრაკში ვაჟებში გამარჯვება მოიპოვეს: I ადგილი - ნოდარ თათოშვილი (ახალციხის №6 საჯარო სკოლა); II ადგილი - გიორგი გლუნჩაძე (კერძო სკოლა მზექა); III ადგილი - რეზო შუბითიძე (სვირის საჯარო სკოლა);
გამარჯვებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ტურნირი კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.