სპორტი
,,ტაო" ქუთაისის ,,არესთან" დამარცხდა
პირველი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ქუთაისის „არესმა“ „ტაოს“ ანგარიშით 47:10 მოუგო.

„დამარცხების მიუხედავად, მაინც გახარებულები ვართ, პირველი ტაიმი 14:10 დასრულდა „არესის“ სასარგებლოდ. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდის წევრებმა ხარისხიანად ითამაშეს“ – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სარაგბო გუნდ „ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.

„ტაო“ შემდეგ შეხვედრას ოზურგეთის „არწივებთან“, ახალციხის სტადიონზე ცხრა მარტს გამართავს.
| Print |
თეგები: ტაო / რაგბი / არესი /