სპორტი
დავით გასიტაშვილმა პარაოლიმპიურ შეჯიბრებაში გაიმარჯვა
27 წლის დავით გასიტაშვილმა პირველი სპორტული წარმატება მოიპოვა. მან ძალოსნობის პარაოლიმპიურ სახეობაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში 24 თებერვალს თბილისში, ათლეტიზმის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

დავით გასიტაშვილმა 66 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა, სადაც წოლჭიმში 45 კგ. დაძლია.

გასიტაშვილმა აქტიური ვარჯიში დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიწყო. ის სპორტული კარიერის მოწყობას და საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას აპირებს.

| Print |