სპორტი
5 პირველი და 3 მეორე ადგილი - 13 ლეგიონი გამარჯვებას აღნიშნავს
1 და 2 მარტს, თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი MMA_ში,

სადაც მონაწილეობას იღებდნენ: რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის და საქართველოს გუნდები, მათ შორის გუნდი ,,13 ლეგიონი'', რომელიც 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ტურნირიდან გუნდი 5 პირველი და სამი მეორე ადგილით დაბრუნდა.

მამო ბეგოიანი 1-ლი ადგილი;
აკაკი ჩადუნელი 1-ლი ადგილი;
მერუჟ პალიანი 1-ლი ადგილი;
გევო გრიგორიანი 1-ლი ადგილი;
რუდიკ ვეირაბიანი 1-ლი ადგილი;

არუთო პალიანი მე-2 ადგილი;
გიორგი ტაბატაძე მე-2 ადგილი;
რუბიკ ვეირაბიანი მე-2 ადგილი;

გუნდის პრეზიდენტი მიშა მესხი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამი დათმობილი ფინალური შეხვედრის მიუხედავად, გუნდი ფორმაშია.

,,სამწუხაროდ სამი ფინალური შეხვედრა დავთმეთ, მაგრამ ბიჭებისთვის ეს გამოცდილება და გაკვეთილი იქნება, რათა კიდევ უფრო მეტი იშრომონ. ვამაყობ ამ სპორტსმენებით და დიდ მადლობას ვუხდი ჩემ ბიჭებს და ჩვენს გულშემატკივრებს".
| Print |