situs toto slot
ჭადრაკში ახალციხის პირველობა გაიმართა
სპორტი
ჭადრაკში ახალციხის პირველობა გაიმართა
ახალციხის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, ჭადრაკში გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალციხის პირველობაზე ტურნირი ჩატარდა. ფოტოებს მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ახალციხელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. 

გოგონებს შორის პირველი ადგილი მარიამ მერაბიშვილმა, მეორე - ნინო მერაბიშვილმა, მესამე კი მარიამ ყურაშვილმა დაიკავა. 

ვაჟებს შორის შეჯიბრში, სადაც რამდენიმე გოგონაც მონაწილეობდა, საპრიზო ადგილები მოიპოვეს ვიკა ვეშაგურმა - მან პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილს დასჯერდა თენგო მღებრიშვილი, მესამეზე კი საბა პაპაშვილი გავიდა. 

ტურნირი სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

პირველ ადგილზე გასულ ახალგაზრდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ, ხოლო მეორეზე და მესამე ადგილზე გასულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
| Print |