სპორტი
GFC-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი - ამირან გოგოლაძის მორიგი გამარჯვება
ახალციხელმა სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ GFC-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი დააფიქსირა - მან თურქი მურატ ქემერი 15 წამში დაამარცხა! გოგოლაძისთვის ეს მე-13 გამარჯვებაა.

აღსანიშნავია, რომ ამირან გოგოლაძის თურქმა მეტოქემ პროფესიონალური კარიერა 35 წლის ასაკში დაიწყო და 5 წელიწადში მხოლოდ 7 ბრძოლა გამართა. იგი საქართველოში წაგებული ჩამოვიდა: ბოლო დაპირისპირებაში რუსტამ ამირმეტოვთან პირველსავე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

ამირან გოგოლაძისთვის ეს კარიერაში მე-15 ბრძოლა იყო. გასული წლის ბოლო ღონისძიებაზე მან ირანელი ალირეზა შარიათიც ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

popsport
| Print |