სპორტი
პირველად ფეხბურთის ისტორიაში, აფრიკის გუნდი ნახევარფინალში გავიდა
მაროკოს ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა მას შემდეგ, რაც 1:0 დაამარცხა პორტუგალიის გუნდი.

ერთადერთი ბურთი პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა იუსეფ ენ-ნესირიმ.

მაროკოს ნაკრები ისტორიაში პირველი აფრიკული გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტები გახდნენ ხორვატია და არგენტინა. მეოთხე ნახევარფინალისტი, რომელიც მაროკოს შეხვდება, დღეს გაირკვევა ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებ გუნდებს შორის მატჩში.
| Print |